თარგმნა

Friday, December 14, 2012

ადვოკატი



 ადვოკატი (ლათინურად advocatus წამოსულია სიტყვა advoco დან ) -- სახე რომელიც იურიდიული პირის სახელით ფიზიკური პირის იურიდიულ დახმარებას გასწევს. (მოქალაქეებს , ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს) ასევე იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს მათი უფლებების დაცვა სასამართლო პროცესზე. საქართველოში ადვოკატი - ასევე ითვლება პროფესიონალ მრჩეველად იურიდიულ საკითხებზე. 2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. (29.12.2004 N 970)
საადვოკატო საქმიანობა (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
საადვოკატო საქმიანობის პრინციპები საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;
გ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
დ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;
ე) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;
ვ) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
თ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
ადვოკატის უფლებები 1. ადვოკატს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; (24.09.2010 N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.

ადვოკატის მოვალეობები (17.11.2009 N 2040) ადვოკატი ვალდებულია
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;
დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.
ადვოკატის ფიცი (29.12.2004 N 970) 1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“. (17.11.2009 N 2040)
2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.
3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.
4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.

მასწავლებელი



განათლების სისტემაში მასწავლებელი არის პიროვნება რომელიც სწავლის პროცესში დახმარებას უწევს, რჩევებს აძლევს მოსწავლეს, ხშირად საშუალო სკოლებში.უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლებისთვის იხმარება სხვა სიტყვები მგ. პროფესორილექტორი.


მასწავლებელი
მასწავლებელი - მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.

მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.

მასწავლებელი - დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.

მასწავლებელი - გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი - მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.

მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი - დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.

მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.

მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.

მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.

მასწავლებელი - გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი - მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.

მასწავლებელი - ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი...
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.

მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
                            
                                     იოსებ ნონეშვილი

არქიტექტურა


არქიტექტორი — ადამიანი რომელსაც შესწავლილი აქვს შენობების კონსტრუირება: გეგმარება, დიზაინი, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა და აქვს უფლება განახორციელოს არქიტექტურა. არქიტექტურის განხორციელება ნიშნავს შენობის დიზაინსა და კონსტრუირებასთან დაკავშირებული სერვისების შეთავაზებას და გაწევას. შენობების გარდა არქიტექრორთა პრეროგატივაა იმ ფართის დაგეგმარება, რომელიც შენობათა ირგვლივაა და რომელთა უმთავრესი მიზანი არის საცხოვრებელი. ეტიმოლოგიურად, სიტყვა არქიტექტორი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან - architectus, რომელიც თავად ბერძნული სიტყვისაგანაა მიღებული — arkhitekton (arkhi - მთავარი, tekton - მშენებელი). ქართული ტრადიციული ტერმინიც - ხუროთმოძღვარი (ხუროების, ანუ მშენებლების, მოძღვარი, ზედამხედველი) შეეფერება იმ კლასიფიკაციას რასაც ბერძნული ტერმინი ქმნის.

ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო– გაიფიქრებთ თქვენ ამ უცნაური შენობების დანახვისას. ამ სახლებში კი ცხოვრობენ ადამიანები, აქ განლაგებულია საგამოფენო ცენტრები თუ ოფისები.
უბრალოდ მათ აპროექტებდნენ უსაზღვრო ზოგჯერ კი გიჟური ფანტაზიის მქონე ნიჭიერი არქიტექტორები, რომელთა მიზანი იყო შეექმნათ შენობა გამორჩეული არა მხოლოდ მათს ქვეყანაში არამედ მსოფლიოში.
გააგრძელეთ და თქვენ იხილავთ ამ გასაოცარ შენობების სურათებს და მათ დანიშნულებებს.
1) 
სახლი–კალათი (The Basket Building) აშშ ოჰაიოს შტატი
მსოფლიოში ალბათ ყველაზე უცნაური ადმინისტრაციული შენობა. კალათებისა და დაწნული ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ Longaberger ააშენა ოფისის შენობა, რომელიც წარმოადგენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ზუსტ ასლს– დაწნულ კალათს.
შენობამ დაიკავა 18 ათასი კვ.მ და დაჯდა 30 მილიონი დოლარი. ექსპერტები არაერთხელ ურჩევდნენ კომპანიის მფლობელს დეივა ლონგბერგერს შენობის მაკეტის შეცვლას, მაგრამ როგორც ჩანს მან გააკეთა სწორი არჩევანი– ამ უცნაიური იდეის წყალობით მისი კომპანია ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.
2)
ცენტრალური ბიბლიოთეკა კანზასში (Kansas City Public Library). აშშ მისურის შტატი
ასეთი გაფორმებით რომ შენდებოდეს ყველა ბიბლიოთეკა ნამდვილად ეყოლებოდა ბევრად მეტი მკითხველი :) . კანზას–სითის ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის ასეთი ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით არა მხოლოდ დაამშვენა ქალაქის ცენტრი, არამედ იზრუნა მოქალაქეებში მკითხველობითი სულისკვეთების გაღვივებაზე.
3)
ფერდინანდ შევალიეს იდეალური სასახლე (Ferdinand Cheval Palace ასევე ცნობილია როგორც Ideal Palace). საფრანგეთი
ჩვეულებრივი ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალიე ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე უცნაური სასახლის, მისი სიტყვებით კი იდეალური სასახლის შემქმნელი.
1879 წლიდან 33 წლის განმავლობაში შევალიე აშენებდა თავის ოცნებას. მისი შთაგონება იდეალური სასახლის შექმნის იდეით მოხდა მაშინ , როდესაც მან ქუჩაში სიარულისას შემთხვევით ფეხი წამოკრა უცნაური ფორმის ქვას. მას შემდეგ შევალიემ დაიწყო სხვადასხვა სახის ქვების შეგროვება და იდეალური სასახლის მშენებლობა. სასახლე წარმოადგენს მრავალი არქიტექტურული სტილის ნაზავს– ბიბლიურიდან ინდუსურ მითოლოგიამდე.
შევალიეს ქმნილება აღიარებულ იქნა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა სასახლე კულტურულ ობიექტად და აიყვანა დაცვის ქვეშ. ამჟამად ის ღიაა ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში.
4)
ჯენეს დიდი მეჩეთი (Great Mosque of Djenné). მალი, აფრიკა
ჯენეს დიდი მეჩეთი ტალახის აგურით ნაგები უდიდესი შენობაა მსოფლიოში და არქიტექტორთა უმრავლესობის აზრით ის წარმოადგენს სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევას, თუმცა მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით.
ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს
5)

The Neverwas Haul. კალიფორნია, აშშ
ეს უცნაური სახლი ბორბლებზე შექმნილი ”სტიმპანკის” სტილში თითქოს მოგვევლინა ზღაპრიდან ან ჟიულ ვერნის ფანტასტიკური მოთხრობებიდან. ის კი ვისაც ნანახი აქვს მულტიპლიკაციური ფილმი ”მოარული სასახლე” ღირსეულად შეაფასებს ამ სახლ-საოცრებას.
ეს სამ სართულიანი სახლი შექმნა სტიმპანკის ფანატების 12 კაციანმა ჯგუფმა და შეარქვეს სახელი Neverwas Haul
6)
დაღუნული სახლი (The Crooked House) სოპოტი, პოლონეთი
კიდევ ერთი ზღაპრული სახლი ჩვენს მიერ შერჩეულ სახლთა გალარეაში. ეს არის თითქოს მრუდე სარკის ანარეკლი- დაღუნული სახლი, რომელიც დააპროექტა პოლონელმა არქიტექტორმა იაცეკ კარნოვსკიმ. შენობის ფასადს არ გააჩნია არც ერთი სწორი ხაზი. ამ საუცხოო შენობაში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, კაფე.
დაღუნული სახლი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად ობიექტს პოლონეთში.
7)
ჰაბიტატ 67 (Habitat 67) მონრეალი, კანადა
ეს შენობა 1966-67 წ. ააშენა არქიტექტორმა მოშ საფდიმ სპეციალურად მსოფლიო გამოფენისთვის. რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ერთერთ უდიდეს სამშენებლო გამოფენას მსოფლიოში.
კუბი წარმოადგენს ამ ნაგებობის საფუძველს. შენობის სტილი-ბრუტალიზმი.
8)
გადმობრუნებული სახლი (Upside Down House) შიმბარკი, პოლონეთი
”გადმობრუნებული სახლი” აშენდა 2007 წელს პოლონეთის ჩრდილოეთში, სოფელ შიმბარკში (Szymbark). პროექტის ავტორს და სპონსორს- პოლონელ მეწარმეს და ფილანტროპს, სურდა ამ სახლის მშენებლობით ადამიანებისთვის შეეხსენებინა კომუნისტური პარტიის ბატონობის გარდასული ეპოქა.
მნახველთა უმრავლესობა ვერ ძლებს სახლში რამდენიმე წუთსაც- ეწყება თავბრუსხვევა. მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ძალზე პოპულარულია და უამრავი ტურისტი სპეციალურად ჩადის ამ უცნაური ქმნილების სანახავად.

)
ბუშტუკებიანი სახლი (Maison Bulle) კანი, საფრანგეთი
ფრანგმა მოდელიორმა პიერ კარდენმა თავისი დიზაინერული ნიჭი გარდა ტანსაცმლის მოდელირებისა გამოავლინა აგრეთვე სახლის მშენებლობაშიც. მისი სახლი კანში , რომელსაც ”ბუშტუკებიან სახლს” უწოდებენ ამის უტყუარი დასტურია. არქიტექტორ ანტი ლოვაგომთან ერთად მან სახლი აქცია ჰაეროვან ”ბუშტუკებად” :)
10)
სახლი ”ტყის სპირალი” (Forest Spiral) დარმშტადტი, გერმანია
სახლი დამაინტრიგებელი სახელწოდებით ”ტყის სპირალი” შექმნა ცნობილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა და მხატვარმა ჰუნდერტვასერმა, რომლის პროექტები გამოირჩევა რევოლუციური, მრავალფერიანი არქიტექტურით. შენობა 105 ბინით სახურავზე ულამაზესი ლიმნის ხეების ბაღით თითქოს სპირალივით ეხვევა ეზოს ტერიტორიას. შენობაში აგრეთვე განლაგებულია კომფორტული რესტორანი და მყუდრო კოქტეილ-ბარი.
11)
ტორე გალატეა ფიგარესი (The Torre Galatea Figueras) ან დალის მუზეუმი . ესპანეთი
სამუზეუმო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ძველი თეატრის შენობა, სადაც 14 წლის ასაკში სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა საკუთარი ნამუშევარი.
მუზეუმის შენობა ისეთივე უცნაურია როგორც თავად მხატვრის შემოქმედება. დღეს ფიგარესის მუზეუმში განთავსებულია მე-20 საუკუნის უდიდესი მხატვრის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია.
თეატრ-მუზეუმშია აგრეთვე განთავსებული აკლდამა, სადაც განისვენებს სალვადორ დალი.
12)

მოცეკვავე შენობა (Dancing Building) პრაღა, ჩეხეთი
მოცეკვავე სახლი (ცნობილია აგრეთვე როგორც ”მთვრალი სახლი” ან ”ჯინჯერ და ფრედი”)- ეს სახუმარო სახელი დაერქვა პრაღის ცენტრში მდებარე კომპანია Nationale-Nederlanden-ის ოფისის შენობას. ის დააპროექტა ჩეხმა არქიტექტორმა ვლადო მილუნიჩემ.
13)
რიპლის შენობა (Ripley’s house) ონტარიო, კანადა
დაქანებული და უზარმაზარი ნაპრალით თითქოს შუაზე გადახლეჩილი სახლი ააშენა არქიტექტორმა თომას რიპლიმ 1812 წლის მიწისძვრის სამახსოვროდ, რომელმაც დაანგრია ქალაქი ორლანდო.
შენობა ფუნქციონირებს, ბზარები კი მის ფასადზე – ეს მხოლოდ დეკორატიული და არქიტექტორის ძალზე საინტერესო ჩანაფიქრია.
14)
გადაბრუნებული სახლი WonderWorks, აშშ
კიდევ ერთი გასაოცარი ქმნილება დგას ტენესის შტატში- გადმობრუნებული სახლი. ის წარმოადგენს გასართობ ცენტრს და ძალიან პოპულარულია.
აქ არის უამრავი გასართობი, მაგალითად ისეთი როგორიცაა მიწისძვრის იმიტაცია :) აქ ასევე განლაგებულია რესტორანი, მედიტაციის ოთახი და მრავალი სხვა.
15)
სახლი-როიალი ვიოლინოთი (Piano shaped building), ქალაქი ხუაინიანი, ჩინეთი
ეს მუსიკალური სახლი მდებარეობს ჩინეთში. უზარმაზარი ვიოლინო წარმოადგენს შესასვლელს შენობაში და მასში განლაგებული ესქკალატორი აგიყვანთ პირდაპირ ”როიალში”. შენობის მასალად გამოყენებულია გამჭვირვალე შავი შუშა. მასში განლაგებულია საგამოფენო კომპლექსი, სადაც გამოფენილია ქალაქის რაიონებისა და ქუჩების დაგეგმარება.
16)
კვერცხისებრი შენობა Cybertecture -გან (Cybertecture Egg), ბომბეი, ინდოეთი
32 ათასი კვ.მ შენობა თავის თავში მოიცავს ” სანიშნე არქიტექტურას”, ეკოლოგიურ დიზაინს, ინტელექტუალურ სისტემებს და ახალ ტექნოლოგიებს მნახველზე უზარმაზარი შთაბეჭდილების მოსახდენად.
17)
რესტორანი ”დედიკოს სასაუზმე” (Mammy’s Cupboard), ქ. ნანჩესი, მისისპის შტატი
18)
ატომიუმი, ბრიუსელი, ბელგია
თუ თქვენ როდესმე აღმოჩნდებით ბრიუსელში არ დაიზაროთ, ჩაჯექით #81 ტრამვაიში და იმგზავრეთ მის ბოლო გაჩერებამდე ”ხეისელი”. აქ თქვენს წინაშე აღიმართება მასშტაბური და დიადი მონუმენტი- ატომური ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობებისადმი თაყვანისცემის ნიშნად აგებული შენობა.
19)
დინამიური კოშკები (Dynamic Tower), დუბაი
ცათაბჯენი, რომლის თვითოეული სართული სხვებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო.
20)
სახლი-ფეხსაცმელი (Shoe-House) პენსილვანია, აშშ
სახლი-ფეხსაცმელი აშენდა 1949 წელს პოლკოვნიკ მახლონ მ. ხეინსისთვის, რომელიც შტატ მერილენდსა და პენსილვანიაში ფლობდა ფეხსაცმელების 40-მდე მაღაზიას. პოლკოვნიკი მივიდა არქიტექტორთან, გადასცა მას ძველი ფეხსაცმელი და უთხრა: ”ამიშენეთ ასეთი სახლი”. ასე დაიწყო ამ სახლის ისტორია.










ექიმი



ექიმი — საგანგებოდ განსწავლული ადამიანი, რომელსაც ავადმყოფობის თავიდან აცილება და მკურნალობა ევალება.


ექიმთა სწავლების სისტემა

ექიმთა სწავლების სისტემბა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. თუმცა, როგორც წესი, სტუდენტი ორი ან სამი წელი სწავლობს მედიცინას, მერე კი, ამდენივე ხნის განმავლობაში პაციენტებთან გადის პრაქტიკას. ამის შემდეგ, იგი რამდენიმე წელს უთმობს მედიცინის იმ ვიწრო სფეროს შესწავლას, რომელშიც სურს, რომ დახელოვნდეს.

არსებობს ექიმთა ორი ძირითადი ჯგუფი — ოჯახის ექიმი, ანუ ფართო პროფილის თერაპევტი და სპეციალისტი. თუ ადამიანი ავად გახდა, ჯერ თერაპევთან მიდის, რომელიც სნეულების დიაგნოზ სვამს და წვყეტს თვითონ უმკურნალებს პაციენტს, თუ ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნის. ექიმი სპეციალისტები ჩვეულებრივ, საავადმუოფოში მუშაობენ. მათ მრავალ სფეროში შეუძლიათ დახელოვნება, მათ შორის — ქირურგიაშიპედიატრიაში (ბავშთა ექიმი), გერონტოლოგიაში (მოხუცთა ექიმი) და მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სფეროში.

ისტორია 

ათასწლეულებია რაც ადამიანი მედიცინას სწავლობს. ძველმა ბერძენმა ექიმმა, ჰიპოკრატე კოსელმა, რომელიც 2400 წლის წინ ცხოვრობდა, დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ მედიცინაზე.დიდი ხანი არ არის, რაც ქალებს ექიმობის ნება დართეს.





რა არის ჟურნალისტიკა?


ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი." (10 აგვისტო1991) – საქართველოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 21-ე მუხლი. კანონი 2004 წელს შეიცვალა და მას დაერქვა: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც საერთოდ არ არის ჟურნალისტის ცნება განმარტებული, ხოლო ამ პროფესიის შესახებ სახეშეცვლილ კანონში საუბარია მხოლოდ 3 მუხლში:

პროფესიული სტანდარტები 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: "ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს".

რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც მათი საქციელით უნიკალურები გახდნენ.
ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.
ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე. ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე. ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.


ერაყელი ჟურნალისტი, რომელმაც ბუშს ფეხსაცმელი ესროლა.
აშშ-ის პრეზიდენტი ერაყში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით და როცა პრემიერ-მინისტრთან ნური ალ-მალიქთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, ერაყელი ჟურნალისტი მუნთადარ ალ-ზაიდი წამოდგა და დაიძახა: “ეს გამოსამშვიდობებელი კოცნაა ერაყელი ხალხისგან, ძაღლო!” ამის შემდეგ კი ჯორდანისეული სამქულიანით ფეხსაცმელი ტყორცნა, მაგრამ ბუშმა გაწევა მოასწრო და აცდა. საერთოდ, როცა ერაყში ვინმეს ფეხსაცმლის ლანჩს უჩვენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პიროვნება გეზიზღება. მუნთადარი ამას არ დასჯერდა და მიაძახა: “ეს იმ ობლებისა და ქვრივებისთვის, ვინც ერაყის ომში დაიღუპა” და მეორე ფეხსაცმელი ისროლა, მაგრამ ესეც ააცილა. ჟურნალისტს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოუშვეს.


ჟურნალისტი, რომელმაც გულის შეტევის ამბავი სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა.
თეთრი სახლის კორესპოდენტი ტომი ქრისტოფერი პირველი ჟურნალისტი და სავარაუდოდ, პირველი ადამიანიცაა, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა და ეს მაშინვე გამოაქვეყნა თავის გვერდზე “ტვიტერში”, ანუ როგორც იტყვიან, გულის შეტევის ამბავი “დატვიტა”. ეს მოხდა კვირა საღამოს, 6 საათისკენ. მალევე მის სახლში სასწრაფო დახმარება მივიდა.


ჟურნალისტი, რომელიც დაცვამ გაათრია აეროპორტიდან.
ბრენდა ლი “ჯორჯია ინფორმერის” ჟურნალისტია, რომელიც 2009 წლის 28 მაისს დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან, როცა ცდილობდა პრეზიდენტ ბარაკ ბამასთვის გადაეცა წერილი, სადაც სთხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. ის მანამდე გაათრიეს, სანამ ბარაკ ობამა აეროპორტში შემოვიდოდა. პრეზიდენტის დაცვამ მას ფეხებსა და ხელებში მოკიდა ხელი, რადგან სხვანაირად მისი დაშოშმინება და აეროპორტიდან გარიდება ვერ მოახერხეს.


ჟურნალისტი, რომელმაც საოცარი ტყორცნა შეასრულა.
რეპორტიორი მაყურებლებს უხსნიდა კალათბურთში ბურთის ტყორცნის წესებს და საჩვენებლად თვითონაც გაისროლა უკან. შედეგად, ისე რომ თვითონაც არ ელოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ნასროლი გამოუვიდა, რომლისაც პროფესიონალ კალათბურთელებსაც კი შეშურდებოდათ.


5 წლის რეპორტიორი.
5 წლის ბიჭუნა, სახელად ჯოი, Blackhawks TV-ის ჟურნალისტია, რომელიც ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის მსვლელობას აშუქებს. აღსანიშნავია, რომ საქმეს საკმაოდ კარგად ართმევს თავს. ინტერვიუ აიღო ჰოკეის გუნდის, Chicago Blackhawks-ის წევრებისგან, ჯონათან ტოუსისგან და პატრიკ კეინისგან.


ჟურნალისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საუნის შეჯიბრში.
52 წლის რიკ რაილს წლის სპორტული ჟურნალისტის წოდება 11-ჯერ აქვს მიღებული. 2010 წლის 4 მაისს მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “სპორტის ჯოჯოხეთური სახეობები: ყველაზე სულელური შეჯიბრის ძიება”, სადაც აღწერილი აქვს, როგორ ეძებდა ყველაზე უაზრო შეჯიბრებს სპორტის სფეროში. 2007 წელს ის ფინეთში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო საუნის მსოფლიო ჩემპიონატში. მისი თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე “გრძელი” 3 წუთი და 10 წამი. “ყოველ ნახევარ წუთში ჭერიდან ცხელი წყალი ისხმებოდა, რომელიც სინესტესა და ტემპერატურას ისე ზრდიდა, ოქროსაც გაალღობდა.”


ჟურნალისტი, რომელიც ჰაიტელ ბავშვს დაეხმარა.
ჰაიტში მომხდარმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები კატასტროფის ადგილიდან აშუქებდნენ მოვლენებს. ვიდეოში იხილავთ CNN-ის ჟურნალისტს, ანდერსონ კუპერს, რომელიც გარბის და ბავშვის გადარჩენას ცდილობს მოძალადეებისგან.
ვიდეო შეიცავს მძიმე მომენტებს


რა არის ჟურნალისტიკა?



ცოტა რამ ჟურნალისტიკის შესახებ… 
ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.
როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი, რაც ლექტორის სიტყვებიდან დამამახსოვრდა, ეს სიტყვებია: ,,დედა გეუბნება, რომ უყვარხარ? დაეთანხმე, მაგრამ გადაამოწმე”. ესაა ჟურნალისტის პირველი მოვალეობა, რათა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფრომაცია) გავრცელებას. თუ ვინმეს ნაცნობი ჟურნალისტი გყავთ, გაგონილი მაინც გექნებათ გამოთქმა ,,ხუთი დაბლიუ და ეიჩი” (,,5 W & H”). ეს, როგორც იტყვიან, ჟურნალისტის ფორმულაა, ანუ იმის ჩონჩხია, თუ როგორ უნდა დაწეროს სტატია ან მოამზადოს სიუჟეტი. ,,5 W & H” ასე განისაზღვრება: 5 W, ანუ Who? (ვინ?); What? (რა?); Where? (სად); When? (როდის?); Why? (რატომ?), ხოლო H – How? (როგორ?). ანუ, ეს ის 6 ძირითადი კითხვაა, რომელზე პასუხსაც სტატიაში თუ რეპორტაჟში უნდა პოულობდეს მკითხველი თუ მაყურებელი.
ოდითგანვე ჟურნალისტიკას განსხვავებულ შეფასებას აძლევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა. ხოლო ნაპოლეონს სასტიკად ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო. ახლა ჟურნალისტიკის შესახებ რამდენიმე აზრს გაგაცნობთ.
ალფრედ ჩარლზ ნორტკლიფი: ,,ჟურნალისტიკა ხელოვნებაა, აუხსნა სხვებს ის, რაც თავადაც ცუდად გესმის”.
არტურ სულცერბერგი: ,,ჩვენ, ჟურნალისტები, ადამიანებს ვეუბნებით საით გადახტა კატა. შემდეგ კი საზოგადოება თავად დაკავდება კატით”.
ანდრე ჟილი: ,,მე ჟურნალისტიკას ვუწოდებ ყოველივე იმას, რაც ხვალ ნაკლებად საინტერესო იქნება, ვიდრე დღეს”.
ილია ჭავჭავაძე: ,,პუბლიცისტიკის უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრებაა თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა”.
მეთიუ არნოლდი: ,,ჟურნალისტიკა ნაჩქარევი ლიტერატურაა”.
კარლ გუტკოვი: ,,ჟურნალისტები დროის ბებიაქალები და მესაფლავენი არიან”.
დეიმ რებეკა უესტი: ,,ჟურნალისტი ადამიანია, რომელსაც საოცარი უნარი აქვს ყოველდღიური უსასრულობა რაღაცით მაინც შეავსოს”.
ჟარკო პეტანი: ,,ნათელ მომავალზე პოლიტიკოსები ზრუნავენ, ნათელ წარსულზე – ისტორიკოსები, ნათელ აწმყოზე – ჟურნალისტები”.
კარლ ჩაპეკი: ,,ჟურნალისტები ერთგვარად დანიელ ქალიშვილებს გვანან, რომლებსაც ღმერთებმა უძირო კასრის წყლით ავსება მიუსაჯეს”.
უინსტონ ჩერჩილი: ,,უფრო მარტივია გასრისო პრესა, ვიდრე მოიმადლიერო, ან მოიგო მისი გული”.
რობერტ სილვესტერი: ,,ჟურნალისტიკა ისეთივე ძველი პროფესიაა, როგორც…. მოკლედ, ის მეორე უძველესი პროფესიაა”.
,,პროზა – ეს სიტყვების საუკეთესო წყობაა, პოეზია – საუკეთესო სიტყვების საუკეთესო წყობა, ჟურნალისტიკა კი კარგად ნაცნობი სიტყვებია კარგად ნაცნობი წყობით”.