ადვოკატი (ლათინურად advocatus წამოსულია სიტყვა advoco დან ) -- სახე რომელიც იურიდიული პირის სახელით ფიზიკური პირის იურიდიულ დახმარებას გასწევს. (მოქალაქეებს , ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს) ასევე იურიდიულ პირებს და ორგანიზაციებს მათი უფლებების დაცვა სასამართლო პროცესზე. საქართველოში ადვოკატი - ასევე ითვლება პროფესიონალ მრჩეველად იურიდიულ საკითხებზე. 2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. (29.12.2004 N 970)
საადვოკატო საქმიანობა (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
საადვოკატო საქმიანობის პრინციპები საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
გ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
დ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;
ე) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;
ვ) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
თ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
ადვოკატის უფლებები 1. ადვოკატს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; (24.09.2010 N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან) ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
ადვოკატის მოვალეობები (17.11.2009 N 2040) ადვოკატი ვალდებულია
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;
დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
ვ) მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.
ადვოკატის ფიცი (29.12.2004 N 970) 1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“. (17.11.2009 N 2040)
2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.
3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.
4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.
No comments:
Post a Comment