თარგმნა

ჟურნალისტიკა


ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი." (10 აგვისტო1991) – საქართველოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 21-ე მუხლი. კანონი 2004 წელს შეიცვალა და მას დაერქვა: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც საერთოდ არ არის ჟურნალისტის ცნება განმარტებული, ხოლო ამ პროფესიის შესახებ სახეშეცვლილ კანონში საუბარია მხოლოდ 3 მუხლში:

პროფესიული სტანდარტები 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: "ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ პოზიციებს".

რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც მათი საქციელით უნიკალურები გახდნენ.
ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.
ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე. ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე. ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.


ერაყელი ჟურნალისტი, რომელმაც ბუშს ფეხსაცმელი ესროლა.
აშშ-ის პრეზიდენტი ერაყში იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით და როცა პრემიერ-მინისტრთან ნური ალ-მალიქთან ერთად პრესკონფერენციას მართავდა, ერაყელი ჟურნალისტი მუნთადარ ალ-ზაიდი წამოდგა და დაიძახა: “ეს გამოსამშვიდობებელი კოცნაა ერაყელი ხალხისგან, ძაღლო!” ამის შემდეგ კი ჯორდანისეული სამქულიანით ფეხსაცმელი ტყორცნა, მაგრამ ბუშმა გაწევა მოასწრო და აცდა. საერთოდ, როცა ერაყში ვინმეს ფეხსაცმლის ლანჩს უჩვენებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პიროვნება გეზიზღება. მუნთადარი ამას არ დასჯერდა და მიაძახა: “ეს იმ ობლებისა და ქვრივებისთვის, ვინც ერაყის ომში დაიღუპა” და მეორე ფეხსაცმელი ისროლა, მაგრამ ესეც ააცილა. ჟურნალისტს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოუშვეს.


ჟურნალისტი, რომელმაც გულის შეტევის ამბავი სოციალურ ქსელზე გამოაქვეყნა.
თეთრი სახლის კორესპოდენტი ტომი ქრისტოფერი პირველი ჟურნალისტი და სავარაუდოდ, პირველი ადამიანიცაა, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა და ეს მაშინვე გამოაქვეყნა თავის გვერდზე “ტვიტერში”, ანუ როგორც იტყვიან, გულის შეტევის ამბავი “დატვიტა”. ეს მოხდა კვირა საღამოს, 6 საათისკენ. მალევე მის სახლში სასწრაფო დახმარება მივიდა.


ჟურნალისტი, რომელიც დაცვამ გაათრია აეროპორტიდან.
ბრენდა ლი “ჯორჯია ინფორმერის” ჟურნალისტია, რომელიც 2009 წლის 28 მაისს დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა ლოს ანჯელესის აეროპორტიდან, როცა ცდილობდა პრეზიდენტ ბარაკ ბამასთვის გადაეცა წერილი, სადაც სთხოვდა ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. ის მანამდე გაათრიეს, სანამ ბარაკ ობამა აეროპორტში შემოვიდოდა. პრეზიდენტის დაცვამ მას ფეხებსა და ხელებში მოკიდა ხელი, რადგან სხვანაირად მისი დაშოშმინება და აეროპორტიდან გარიდება ვერ მოახერხეს.


ჟურნალისტი, რომელმაც საოცარი ტყორცნა შეასრულა.
რეპორტიორი მაყურებლებს უხსნიდა კალათბურთში ბურთის ტყორცნის წესებს და საჩვენებლად თვითონაც გაისროლა უკან. შედეგად, ისე რომ თვითონაც არ ელოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ნასროლი გამოუვიდა, რომლისაც პროფესიონალ კალათბურთელებსაც კი შეშურდებოდათ.


5 წლის რეპორტიორი.
5 წლის ბიჭუნა, სახელად ჯოი, Blackhawks TV-ის ჟურნალისტია, რომელიც ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის მსვლელობას აშუქებს. აღსანიშნავია, რომ საქმეს საკმაოდ კარგად ართმევს თავს. ინტერვიუ აიღო ჰოკეის გუნდის, Chicago Blackhawks-ის წევრებისგან, ჯონათან ტოუსისგან და პატრიკ კეინისგან.


ჟურნალისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საუნის შეჯიბრში.
52 წლის რიკ რაილს წლის სპორტული ჟურნალისტის წოდება 11-ჯერ აქვს მიღებული. 2010 წლის 4 მაისს მან გამოსცა წიგნი სახელწოდებით “სპორტის ჯოჯოხეთური სახეობები: ყველაზე სულელური შეჯიბრის ძიება”, სადაც აღწერილი აქვს, როგორ ეძებდა ყველაზე უაზრო შეჯიბრებს სპორტის სფეროში. 2007 წელს ის ფინეთში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო საუნის მსოფლიო ჩემპიონატში. მისი თქმით, ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე “გრძელი” 3 წუთი და 10 წამი. “ყოველ ნახევარ წუთში ჭერიდან ცხელი წყალი ისხმებოდა, რომელიც სინესტესა და ტემპერატურას ისე ზრდიდა, ოქროსაც გაალღობდა.”


ჟურნალისტი, რომელიც ჰაიტელ ბავშვს დაეხმარა.
ჰაიტში მომხდარმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტები კატასტროფის ადგილიდან აშუქებდნენ მოვლენებს. ვიდეოში იხილავთ CNN-ის ჟურნალისტს, ანდერსონ კუპერს, რომელიც გარბის და ბავშვის გადარჩენას ცდილობს მოძალადეებისგან.
ვიდეო შეიცავს მძიმე მომენტებს


რა არის ჟურნალისტიკა?



ცოტა რამ ჟურნალისტიკის შესახებ… 
ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.
როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, პირველი, რაც ლექტორის სიტყვებიდან დამამახსოვრდა, ეს სიტყვებია: ,,დედა გეუბნება, რომ უყვარხარ? დაეთანხმე, მაგრამ გადაამოწმე”. ესაა ჟურნალისტის პირველი მოვალეობა, რათა დაადასტუროს ფაქტის სინამდვილე და ხელი არ შეუწყოს დეზინფორმაციის (არასწორი, მცდარი ინფრომაცია) გავრცელებას. თუ ვინმეს ნაცნობი ჟურნალისტი გყავთ, გაგონილი მაინც გექნებათ გამოთქმა ,,ხუთი დაბლიუ და ეიჩი” (,,5 W & H”). ეს, როგორც იტყვიან, ჟურნალისტის ფორმულაა, ანუ იმის ჩონჩხია, თუ როგორ უნდა დაწეროს სტატია ან მოამზადოს სიუჟეტი. ,,5 W & H” ასე განისაზღვრება: 5 W, ანუ Who? (ვინ?); What? (რა?); Where? (სად); When? (როდის?); Why? (რატომ?), ხოლო H – How? (როგორ?). ანუ, ეს ის 6 ძირითადი კითხვაა, რომელზე პასუხსაც სტატიაში თუ რეპორტაჟში უნდა პოულობდეს მკითხველი თუ მაყურებელი.
ოდითგანვე ჟურნალისტიკას განსხვავებულ შეფასებას აძლევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა. ხოლო ნაპოლეონს სასტიკად ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო. ახლა ჟურნალისტიკის შესახებ რამდენიმე აზრს გაგაცნობთ.
ალფრედ ჩარლზ ნორტკლიფი: ,,ჟურნალისტიკა ხელოვნებაა, აუხსნა სხვებს ის, რაც თავადაც ცუდად გესმის”.
არტურ სულცერბერგი: ,,ჩვენ, ჟურნალისტები, ადამიანებს ვეუბნებით საით გადახტა კატა. შემდეგ კი საზოგადოება თავად დაკავდება კატით”.
ანდრე ჟილი: ,,მე ჟურნალისტიკას ვუწოდებ ყოველივე იმას, რაც ხვალ ნაკლებად საინტერესო იქნება, ვიდრე დღეს”.
ილია ჭავჭავაძე: ,,პუბლიცისტიკის უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრებაა თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა”.
მეთიუ არნოლდი: ,,ჟურნალისტიკა ნაჩქარევი ლიტერატურაა”.
კარლ გუტკოვი: ,,ჟურნალისტები დროის ბებიაქალები და მესაფლავენი არიან”.
დეიმ რებეკა უესტი: ,,ჟურნალისტი ადამიანია, რომელსაც საოცარი უნარი აქვს ყოველდღიური უსასრულობა რაღაცით მაინც შეავსოს”.
ჟარკო პეტანი: ,,ნათელ მომავალზე პოლიტიკოსები ზრუნავენ, ნათელ წარსულზე – ისტორიკოსები, ნათელ აწმყოზე – ჟურნალისტები”.
კარლ ჩაპეკი: ,,ჟურნალისტები ერთგვარად დანიელ ქალიშვილებს გვანან, რომლებსაც ღმერთებმა უძირო კასრის წყლით ავსება მიუსაჯეს”.
უინსტონ ჩერჩილი: ,,უფრო მარტივია გასრისო პრესა, ვიდრე მოიმადლიერო, ან მოიგო მისი გული”.
რობერტ სილვესტერი: ,,ჟურნალისტიკა ისეთივე ძველი პროფესიაა, როგორც…. მოკლედ, ის მეორე უძველესი პროფესიაა”.
,,პროზა – ეს სიტყვების საუკეთესო წყობაა, პოეზია – საუკეთესო სიტყვების საუკეთესო წყობა, ჟურნალისტიკა კი კარგად ნაცნობი სიტყვებია კარგად ნაცნობი წყობით”.



No comments:

Post a Comment