ექიმთა სწავლების სისტემა
ექიმთა სწავლების სისტემბა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. თუმცა, როგორც წესი, სტუდენტი ორი ან სამი წელი სწავლობს მედიცინას, მერე კი, ამდენივე ხნის განმავლობაში პაციენტებთან გადის პრაქტიკას. ამის შემდეგ, იგი რამდენიმე წელს უთმობს მედიცინის იმ ვიწრო სფეროს შესწავლას, რომელშიც სურს, რომ დახელოვნდეს.
არსებობს ექიმთა ორი ძირითადი ჯგუფი — ოჯახის ექიმი, ანუ ფართო პროფილის თერაპევტი და სპეციალისტი. თუ ადამიანი ავად გახდა, ჯერ თერაპევთან მიდის, რომელიც სნეულების დიაგნოზ სვამს და წვყეტს თვითონ უმკურნალებს პაციენტს, თუ ვიწრო სპეციალისტთან გაგზავნის. ექიმი სპეციალისტები ჩვეულებრივ, საავადმუოფოში მუშაობენ. მათ მრავალ სფეროში შეუძლიათ დახელოვნება, მათ შორის — ქირურგიაში, პედიატრიაში (ბავშთა ექიმი), გერონტოლოგიაში (მოხუცთა ექიმი) და მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სფეროში.
No comments:
Post a Comment